kavshirebi.ge

fullDatetime-to-read.short-label

ბათუმის პორტში რუსეთიდან წამოსული სატვირთო გემი NIKOLAY MESHKOV დგას

post.update-date

შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზის მიხედვით, გუშინ საღამოს 8 საათისთვის საქართველოში შემოცურდა გემი NIKOLAY MESHKOV.

https://www.marinetraffic.com -ის მიხედვით სატვირთო გემი ბათუმის პორტშია და მანამდე ის დასატვირთად, ან დასაცლელად დონის როსტოვში იყო.

ამასვე ადასტურებს https://www.vesselfinder.com/vessels/details/8862507

www.equasis.org - ის მონაცემებით, გემი კომორის კუნძულების დროშით ცურავს, მაგრამ მისი მფლობელია თურქული კომპანია RIVERWIND TRADE LTD

შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2015 წლის შემდეგ ეს სატვირთო გემ NIKOLAI MESHKOV-ის, საქართველოში მეხუთე შემოსვლაა. გემი შარშან ბათუმის პორტში ორჯერ, მარტსა და მაისში იმყოფებოდა.

ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია, რა ტვირთი შემოიტანა, ან რა გააქვს გემს საქართველოდან.

    2530
    0