kavshirebi.ge

fullDatetime-to-read.short-label

რუსეთის "წითელი ფრთები"

post.update-date

რუსულ ავიაკომპანია "Red Wings"-ს რუსეთ-საქართველოს შორის სამგზავრო ბილეთები გაყიდვების ონალინ სისტემაში ჯერ არ დაუმატებია. 18 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ ავიაკომპანია "Red Wings"-ს საქართველოში ფრენის ნებართვა მისცა. სააგენტოს მიერ ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია კვირაში სამჯერ (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი) ორი მიმართულებით იფრენს: სოჭი-თბილისი-სოჭი და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვი. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კომპანია არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.
 

 
რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის ამონაწერიდან ჩანს, რომ "სააქციო საზოგადოება რედ ვინგზი" 1999 წელს დაარსდა. მისი გენერალური დირექტორი არის ევგენი სოლოდილინი. ამონაწერი ს მიხედვით, სააქციო საზოგადოებას აქვს მრავალი ტიპის მომსახურების განხორციელების უფლება: სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვები, საჰაერო ხომალდების რემონტი, მშენებლობა, დასაწყობება და ა.შ.
 

ავიაკომპანიის ვებ-გვერდის მიხედვით, მის განკარგულებაში რუსული წარმოების Sukhoi SuperJet (SSJ 100) 19 ხომალდია.
 

 
ეს იგივე თვითმფრინავებია, რომლებსაც იყენებს აზიმუტიც, კომპანია, რომელმაც საქართველოში ფრენა 19 მაისს დაიწყო. Sukhoi SuperJet-ების მწარმოებელი კომპანია Sukhoi Aviation JSC სანქცირებულია ევროკავშირის, აშშ-სა და რამდენიმე ქვეყნის მიერ.
 

 
თავად "Red Wings" ჯერ შეყვანილია მხოლოდ სანქციების უკრაინულ სიაში. ამ ჩანაწერს განმარტებაც ახლავს: „კომპანია მოქმედებს რუსეთის მთავრობის სტრატეგიულ სექტორებში და მატერიალურად ეხმარება (ტრანსპორტი, ლოგისტიკა, სხვა) რუსეთის იმ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის და საფრთხეში აგდებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“.
 

 
ასევე, 2022 წლის აგვისტოში შეერთებული შტატების სანქციების სიაში მოხვდა 7 რუსული კომპანიის 25 აირბასი. მათ შორის ერთ-ერთი იყო "Red Wings".
 
"Red Wings"-არის რუსეთის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიის როსტექის შვილობილი. 2022 წლის დეკემბერში ინტერფაქსი წერდა, რომ "Red Wings"-მა თვისი მფლობელისგან სუბსიდიია -- 2.7 მილიარდი რუბლი (დაახლოებით 34 მილიონი დოლარი) მიიღო.
 

 
"როსტექი" სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა 2022 წლის 28 ივნისს დაასანქცირა. განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია „რუსეთის თავდაცვის, სამრეწველო, ტექნოლოგიური და წარმოების სექტორის ქვაკუთხედია“. აქვე განმარტებულია, რომ აშშ-ს სანქციები ეხება იმ შვილობილ კომპანიებს, რომლებშიც "როსტექი" 50%-ს ან მეტს ფლობს და არ აქვს მნიშვნელობა, არის თუ არა კონკრეტული შვილობილი კომპანიის სახელი მითითებული OFAC-ის სიაში.
 

 
15 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო: საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ საჰაერო ხომალდებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი. შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოსული ყველა განაცხადი, ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია თუ დოკუმენტაცია იქნება დეტალური შესწავლის და სხვადასხვა მექანიზმებით გადამოწმების საგანი სანქციებთან." მიმართებაში.


 
კომპანია საქართველოში ფრენას 2 ივნისიდან გეგმავს.
 

 

 

 

 

 

 

    1080
    0