top of page
Writer's pictureGeorge Shotadze

დაგვიანებული ხელშეკრულებები


შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე შემსყიდველ უწყებებსა და მიმწოდებლებს შორის გამარტივებული წესით გაფორმებული ხელშეკრულებები დროულად არ იტვირთება.

“ხელშეკრულება შემსყიდველმა ორგანიზაციამ სისტემის CMR მოდულში უნდა აიტვირთოს მისი დადებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. ხელშეკრულებასთან ერთად შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სისტემაში ატვირთოს ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, მათ შორის, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია (არსებობის შემთხვევაში) და წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტია (არსებობის შემთხვევაში)“.


მაგალითად, ღვინის ეროვნული სააგენტომ 8 სექტემბერს დადებული ხელშეკრულება 26 სექტებერს ატვირთა, CMR170159085 . საქპატენტმა კი 6 სექტემბერს გაფორმებული შეთანხმება 21 სექტემბერს CMR170158274.

შემოსავლების სამსახურმა 12 ნოემბერს 7 გამარტივებული გზით გაფორმებული ხელშეკრულება გაასაჯაროვა. CMR170186440 CMR170186433 CMR170186432 CMR170186429 CMR170186428 CMR170186427 CMR170186425. აქედან ერთი 26 ოქტომბერს, დანარჩენი ექვსი კი 24 ოქტომბერსაა გაფორმებული.

შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში ხელშეკრულებების ატვირთვა შემსყიდველ უწყებას ევალება. ამ პროცესის მონიტორინგი კი შესყდვების სააგენტოს შესაბამის სამსახურს.  კანონის თანახმად, ათდღიანი ვადის დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველი უწყების ხელმძღვანელი ისჯება.

“კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობა ან ყალბი ინფორმაციის მიწოდება საქართველოს კანონით ან შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობა ან ყალბი ინფორმაციის მიწოდება – გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.” 

 ჩვენ დავუკავშირდით ზემოთ მოყვანილ საჯარო დაწესებულებებს და ვკითხეთ რატომ ვერ ხერხდება კანონით განსაზღვრული ვადების დაცვა და ველოდებით მათ პასუხებს.

3 views0 comments

Comments


bottom of page