საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი გორის რაიონული სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესდა სამი წლით 2016 წლის 15 თებერვლიდან.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება
მოსამართლის ბიოგრაფია ვებგვერდზე 23 მარტს 17:30 საათისთვის განთავსებული კვლავ არ იყო.
გორის რაიონული სასამართლოს ვებგვერდი
გორის რაიონული სასამართლოს მენეჯერმა, დიოგენე დოლიძემ ბიოგრაფიის გამოქვეყნების ხუთკვირიანი დაგვიანების მიზეზი განმარტა: ”– შეიძლება ტექნიკურად დროულად ვერ მოხერხდა სურათის გადაღება და ბიოგრაფიის განთავსება…ეს საკითხები გარკვეულწილად შეფერხდა…ნუ მიზეზი შეიძლება დაკავშირებულია სხადასხვა მიზეზებთან…გამოსწორდება უახლოს მომავალში.”
تعليقات