გორის რაიონულ სასამართლოში ხადას ხეობაში დაღუპული სმიტების ოჯახის საქმეში ბრალდებული მახლაზ კობაურის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ნაფიცი მსაჯულების კანდიდატების სია დაამტკიცეს.
მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და მას მხოლოდ დაცვისა და ბრალდების მხარე დაესწრო.
მალხაზ კობაურის ოჯახის წევრები სხდომის დასრულებას ასევე სასამართლოს ფოიეში ელოდებოდნენ. მათი თქმით უმჯობესი იქნება, თუ სხდომა დახურულ რეჟიმში არ წარიმართება:
მალხაზ კობაურის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის თქმით, სასამართლო სხდომებმა მცხეთიდან გორში იმიტომ გადმოინაცვლა, რომ მცხეთის სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების განსათავსებლად საჭირო სხდომის დარბაზი არ არის მოწყობილი. ალექსანდრე კობაიძის თქმით, დღეს ასევე შეადგინეს ის კითხვარი, რომლის მიხედვითაც, 300-დან უკვე 14 ნაფიც მსაჯულს შეარჩევენ. მათგან 2 სათადარიგო იქნება:
მალხაზ კობაურის შემდეგი სასამართლო სხდომა 25 დეკემბერს 11 საათზე გაიმართება.
მალხაზ კობაური გორის რაიონულ სასამართლოში 3 დეკემბერი 2018 წ.
სმიტების საქმის განხილველი მოსამართლის სხდომების განრიგი. 3 დეკემბერი 2018წ.
Commentaires