top of page
Writer's pictureKavshirebi Editor

სმიტების საქმე: ერთნაირი დაკითხვის ოქმები

Updated: Aug 26, 2020

“კავშირების” რედაქცია ამიერიდან სისხლის სამართლის საქმეებს აქტიურად შეისწავლის.

პირველი საქმე, რომელსაც ვეცნობით შარშან ზაფხულში ხადას ხეობაში მომხდარი სმიტების ოჯახის მკვლელობაა.

როგორც ცნობილია, ხადას ხეობაში ტურისტად მყოფი სმიტების ოჯახის დაკარგვის შემდეგ, სამართალდამცავებმა შეტყობინების მიღების პირველივე დღეს, 2018 წლის 6 ივლისს, ლორა სმიტის გვამი, მახლაზ კობაურის დახმარებით იპოვნეს. მამა-შვილის, რაიან სმიტისა და 4 წლის ქეილების სამძებრო-სამუშაოები იმ ღამეს არ გაგრძელებულა.

დაკითხვის ოქმების შესწავლისას აღმოვაჩინეთ, რომ სხვადასხვა მოწმეთა ჩვენებებში იდენტური წინადადებებია.

მაგალითად, ერთი და იმავე სიტყვებით აღწერენ სამძებრო სამუშაოების პირველ საათებს პოლიციელი ლევან ბულაური და მეზობელი სოფლის, ბენიან-ბეგონის მაცხოვრებელი ზურაბ ბენიაიძე. ორივე მონაწილეობდა დაკარგული ოჯახის სამძებრო სამუშაოებში.

ჩნდება კითხვა: როგორ შეიძლება, ორივე ადამიანს ერთი და იმავე სიტყვებით  ეპასუხა გამომძიებლის კითხვებისთვის? თან მოწმეები  წერენ, რომ ჩვენება დაწერილია მათი კარნახით.

ხომ არ აწერინებდა მათ ხელს გამომძიებელი წინასწარ გამზადებულ ტექსტებზე? — ამ კითხვებით ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მივმართეთ. პასუხის მიღებამდე გაგაცნობთ ჩვენებების იმ ნაწილებს, რომლებიც ძალიან ჰგავს ერთმანეთს.

სმიტების ოჯახი

სმიტების ოჯახი


ლევან ბულაურის ჩვენებაზურაბ ბენიაიძის ჩვენება

აღნიშნული სატელეფონო საუბრიდან დაახლოებით 40 წუთის გასვლის შემდეგ მალხაზ კობაურმა დაურეკა ვეფხვია არაბულს და უთხრა, რომ ცუდი ამბავი იყო, რადგან ერთ-ერთ ჩანჩქერთან მას ნანახი ჰყავდა ქალი, რომელიც წყალში ტივტივებდა გარდაცვლილი. საუბრის დროს ვეფხვია არაბულმა ჰკითხა მწყემს მალხაზ კობაურს, მამაკაცის და ბავშვის შესახებ, მაგრამ მალხაზ კობაურის განმარტებით მამაკაცი და ბავშვი ნანახი არ ჰყავდა.აღნიშნული სატელეფონო საუბრიდან დაახლოებით 40 წუთის გასვლის შემდეგ მალხაზ კობაურს დაურეკავს ვეფხვია არაბულისთვის და უთქვამს რომ ერთ-ერთ ჩანჩქერთან მას ნანახი ჰყავდა ქალი, რომელიც წყალში ტივტივებდა გარდაცვლილი. საუბრის დროს ვეფხვია არაბულს უკითხავს მწყემს მალხაზ კობაურისთვის, მამაკაცის და ბავშვის შესახებ, მაგრამ მალხაზ კობაურის განმარტებით მამაკაცი და ბავშვი ნანახი არ ჰყავდა.მე ჩანჩქერებისკენ მიმავალ ბილიკზე შემთხვევით შევხვდი მალხაზ კობაურს და მასთან და ზურაბ ბენიაიძესთან ერთად, გავემართე ჩანჩქერისკენ, სადაც გარდაცვლილი ქალის გვამი უნდა მენახა. როდესაც გვამთან მიგვიყვანა მალხაზ კობაურმა ვნახეთ, რომ გვამი ე.წ „ალავერდის“ ჩანჩქერის ვარდნის ადგილზე, წყლის გუბეში ტივტივებდა. ამის შემდეგ გარდაცვლილი ქალის გვამი, რომელსაც ეცვა მოკლე ტოტებიანი შარვალი, ბიუსტჰალტერი, რომელიც მკერდს ქვემოთ მუცლის შუა ნაწილთან ეკეთა და აწეული ჰქონდა მაისური იმგვარად, რომ უჩანდა მკერდი. მე და ზურაბ ბენიაიძემ გამოვიტანეთ წყლის ნაპირთან. რამდენიმე წუთში, წყალმა ქალის გვამი შეატრიალა წყალში სახით წყლის მიმართულებით, რა დროსაც ჩანჩქერიდან გადმოვარდნილმა ტალღამ მოულოდნელად გვამი ფეხზე წამოაყენა წყალშივე, რაზეც მალხაზ კობაურს ძალიან შეეშინდა და ადგილიდან გაიქცა. როდესაც იგი მოვაბრუნე შემთხვევის ადგილთან და ვკითხე თუ რატომ გარბოდა, მიპასუხა, რომ შეეშინდა და ამის გამო გარბოდა.მე და ლევან ბულაური ჩანჩქერებისკენ მიმავალ ბილიკზე შემთხვევით შევხვდით მალხაზ კობაურს და სამივენი ერთად გავემართე ჩანჩქერისკენ, სადაც გარდაცვლილი ქალის გვამი უნდა მენახა. როდესაც გვამთან მიგვიყვანა მალხაზ კობაურმა ვნახეთ, რომ გვამი ე.წ „ალავერდის” ჩანჩქერის ვარდნის ადგილზე, წყლის გუბეში ტივტივებდა. ამის შემდეგ გარდაცვლილი ქალის გვამი, რომელსაც ეცვა მოკლე ტოტებიანი შარვალი, ბიუსტჰალტერი, რომელიც მკერდს ქვემოთ მუცლის შუა ნაწილთან ეკეთა და აწეული ჰქონდა მაისური იმგვარად, რომ უჩანდა მკერდი, მე და ლევან ბულაურმა გამოვიტანეთ წყლის ნაპირთან. რამდენიმე წუთში, წყალმა ქალის გვამი შეატრიალა წყალში სახით წყლის მიმართულებით, რა დროსაც ჩანჩქერიდან გადმოვარდნილმა ტალღამ მოულოდნელად გვამი ფეხზე წამოაყენა წყალშივე, რაზეც მალხაზ კობაურს ძალიან შეეშინდა და ადგილიდან გაიქცა, მას უკან გაყვა ლევან ბულაური მოაბრუნა შემთხვევის ადგილთან და კითხა თუ რატომ გარბოდა, რაზედაც უპასუხა, რომ შეეშინდა და ამის გამო გარბოდა. მომდევნო დღეს, ანუ 2018 წლის 7 ივლისს, დილის საათებიდან გაგრძელდა საგამოძიებო და სამაშველო-სამძებრო მოქმედებები, ვინაიდან გარდაცვლილი ქალის მეუღლე და მათი 4 წლის შვილის პოვნა 2018 წლის 6 ივლისს, ვერ მოხერხდა. მომდევნო დღეს, ანუ 2018 წლის 7 ივლისს, ხადას ხეობაში ნანახი იქნა გარდაცვლილი რაიან მაიკლ სმიტის გვამი, რომლის სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევის დასრულებისთანავე, ცნობილი გახდა, რომ გვამის სხეულში ნანახი იქნა უცხო სხეულები საფანტის, პლასტმასის კონტეინერის და რბილი მასალის სახით, რაც მიანიშნებდა, რომ ადგილი ჰქონდა არა გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას, არამედ განზრახ მკვლელობასმომდევნო დღეს, ანუ 2018 წლის 7 ივლისს, დილის საათებიდან გაგრძელდა საგამოძიებო და სამაშველო-სამძებრო მოქმედებები, ვინაიდან გარდაცვლილი ქალის მეუღლე და მათი 4 წლის შვილის პოვნა 2018 წლის 6 ივლისს, ვერ მოხერხდა. მომდევნო დღეს, ანუ 2018 წლის 7 ივლისს, ხადას ხეობაში ნანახი იქნა გარდაცვლილი რაიან მაიკლ სმიტის გვამი, რომლის სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევის დასრულებისთანავე, ცნობილი გახდა, რომ გვამის სხეულში ნანახი იქნა უცხო სხეულები საფანტის, პლასტმასის კონტეინერის და რბილი მასალის სახით, რაც მიანიშნებდა, რომ ადგილი ჰქონდა არა გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას, არამედ განზრახ მკვლელობას. კითხვა: რა ადგილზე შეხვდით მალხაზ კობაურს, როდესაც ე.წ „ალავერდის“ ჩანჩქერის მიმართულებით დაიწყეთ გადაადგილება სოფელ წკერედან?

ლევან ბულაურის პასუხი: მოგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს შევხვდით იმ ადგილზე, სადაც 2018 წლის 7 ივლისს, ვიპოვნეთ გარდაცვლილი რაიან მაიკლ სმიტის გვამი. კერძოდ, მალხაზ კობაური ამოდიოდა ბილიკებისკენ ზუსტად იმ ადგილიდან, სადაც რაიან სმიტის გვამი ვიპოვნეთ.

კითხვა: როდესაც მალხაზ კობაურთან და ზურაბ ბენიაიძესთა ერთად ე.წ „ალავერდის“ ჩანჩქერისკენ მიდიოდით, ხომ არ გისაუბრიათ მალხაზ კობაურთან დაკარგული პირების შესახებ?

ლევან ბულაურის პასუხი: მოგახსენებთ, რომ როდესაც ე.წ „ალავერდის“ ჩანჩქერის მიმართულებით მივდიოდით, გზაში მალხაზ კობაურს ვესაუბრებოდი და ვეკითხებოდი დეტალებს თუ სად შეხვდა იგი უცხოელ ცოლ-ქმარს და მათ მცირეწლოვან შვილს, რა გზით წაიყვანა ჩანჩქერებისკენ და რა იცოდა ზოგადად მათ შესახებ. მალხაზ კობაურის განმარტებით, იგი სოფელ წკერედან ოდნავ მოშორებით შეხვდა რაიან და ლორა სმიტებს და ასევე, მათ 4 წლის შვილს ქელებ ისმატ სმიტს, რომლებიც ბილიკების გავლით, რომლითაც ჩვენ თავად მივდიოდით ჩანჩქერისკენ, მიიყვანა ისინი ჩანჩქერამდე, სადაც სმიტებმა კობაური დაპატიჟეს სადილად, დაალევინეს კოკა-კოლა და შემდეგ იგი დაემშვიდობა მათ. კითხვა: რა ადგილზე შესვდით მალხაზ კობაურს, როდესაც ეწ „ალავერდის“ ჩანჩქერის მიმართულებით დაიწყეთ გადაადგილება სოფელ წკერედან?

ზურაბ ბენიაიძის პასუხი: მოგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს შევხვდით იმ ადგილზე, სადაც 2018 წლის 7 ივლისს, ვიპოვნეთ გარდაცვლილი რაიან მაიკლ სმიტის გვამი. კერძოდ, მალხაზ კობაური ამოდიოდა ბილიკებისკენ ზუსტად იმ ადგილიდან, სადაც რაიან სმიტის გვამი ვიპოვნეთ,

კითხვა: როდესაც მალხაზ კობაურთან და ლევან ბულაურთან ერთად ე.წ „ალავერდის” ჩანჩქერისკენ მიდიოდით, ხომ არ გისაუბრიათ მალხაზ კობაურთან დაკარგული პირების შესახებ ? ზურაბ ბენიაიძის

პასუხი: მოგახსენებთ, რომ როდესაც ე.ნ „ალავერდის ჩანჩქერის მიმართულებით მივდიოდით, გზაში მალხაზ კობაურს ვესაუბრებოდი და ვეკითხებოდი დეტალებს თუ სად შეხვდა იგი უცხოელ ცოლ- ქმარს და მათ მცირეწლოვან შვილს, რა გზით წაიყვანა ჩანჩქერებისკენ და რა იცოდა ზოგადად მათ შესახებ. მალხაზ კობაურის განმარტებით, იგი სოფელ წკერედან ოდნავ მოშორებით შეხვდა რაიან და ლორა სმიტებს და ასევე, მათ 4 წლის შვილს ქელებ ისმატ სმიტს, რომლებიც ბილიკების გავლით, რომლითაც ჩვენ თავად მივდიოდით ჩანჩქერისკე6ნ, მიიყვანა ისინი ჩანჩქერამდე, სადაც სმიტებმა კობაური დაპატიჟეს სადილად, დაალევინეს კოკა-კოლა და შემდეგ იგი დაემშვიდობა მათ.კითხვა: როდესაც გარდაცვლილი ქალის გვამი წყლიდან ნაპირზე გადმოასვენეთ, ხომ არ მიუღია გვამს რაიმე სახის დაზიანება ამ დროს?

ლევან ბულაურის პასუხი: მოგახსენებთ, რომ გვამი გამოვასვენეთ ხელით სპეციალურად, როშ გვამს რაიმე დაზიანება არ მიეღო და შესაბამისად არც მიუღია.

კითხვა: როდესაცნ ე.წ „ალავერდის” ჩანჩქერის მიმართულებით გადაადგილდებოდით მალხაზ კობაურთან და ზურაბ ბენიაიძესთან ერთად და ესაუბრებოდით მალხაზ კობაურს. ხომ არ დაინტერებულხართ მასთან კითხვით, გარდა ზემოსსენებული დაკარგული ცოლ-ქმრისა და მათი ბავშვისა, ხომ არ შეხვედრია სხვა პირებს ხადას ხეობაში?

ლევან ბულაურის პასუხი: მოგახსენებთ, რომ როდესაც მე მას ვეკითხებოდი დაკარგული ტურისტების შესახებ, მას ასევე ვკითხე, ხომ არ უნახავს ვინმე სხვა პირი, გარდა აღნიშნული ტურისტებისა, რაზეც მალხაზ კობაურმა მიპასუხა, რომ სხვა არავინ უნახავს გარდა ცოლ-ქმრისა და მათი ბავშვისა, რომელიც მამაკაცს ზურგზე ჰყავდა შემოსმული.

კითხვა: ხომ არ გსურთ საქმის ირგვლივ სხვა რაიმე ინფორმაციის მოწოდება?

ლევან ბულაურის პასუხი: საქმის ირგვლივ ამ ეტაპზე დასამატებელი არაფერი მაქვს. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ დამატებით ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს.

bulauri

კითხვა: როდესაც გარდაცვლილი ქალის გგამი წყლიდან ნაპირზე გადმოასვენეთ, ხომ არ მიუღია გვამს რაიმე სახის დაზიანება ამ დროს?

ზურაბ ბენიაიძის პასუხი: მოგახსენებთ, რომ გვამი გამოვასვენეთ ხელით სპეციალურად, რომ გვამს რაიმე დაზიანება არ მიეღო და შესაბამისად არც მიუღია.

კითხვა: როდესაც ე.წ „ალავერდის“ ჩანჩქერის მიმართულებით გადაადგილდებოდით მალხაზ კობაურთან და ლევან ბულაურთან ერთად და ესაუბრებოდით მალხაზ კობაურს. ხომ არ დაინტერებულხართ მასთან კითხვით, გარდა ზემოხსენებული დაკარგული ცოლ-ქმრისა და მათი ბავშვისა, ხომ არ შეხვედრია სხვა პირებს ხადას ხეობაში?

ზურაბ ბენიაიძის პასუხი: მოგახსენებთ, რომ როდესაც მე მას ვეკითხებოდი დაკარგული ტურისტების შესახებ, მას ასევე ვკითხე, ხომ არ უნახავს ვინმე სხვა პირი, გარდა აღნიშნული ტურისტებისა, რაზეც მალხაზ კობაურმა მიპასუხა, რომ სხვა არავინ უნახავს გარდა ცოლ-ქმრისა და მათი ბავშვისა, რომელიც მამაკაცს ზურგზე ჰყავდა შემოსმული.

კითხვა: ხომ არ გსურთ საქმის ირგვლივ სხვა რაიმე ინფორმაციის მოწოდება?

ზურაბ ბენიაიძის პასუხი: საქმის ირგვლივ ამ ეტაპზე დასამატებელი არაფერი მაქვს. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ დამატებით ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს.

benianidze

8 views0 comments

Comments


bottom of page