top of page

სანქციების ახალი პაკეტი და საქართველო-რუსეთის ექსპორტის ბოლო მონაცემები

Updated: Mar 11, 2023

ვროკომისიამ 15 თებერვალს გამოაცხადა თავისი წინადადება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტის შესახებ, რომელიც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა 24 თებერვლამდე უნდა მიიღონ.





უნდა გაიზარდოს, როგორც სანქცირებულ პირთა სია, ასევე დამატებითი შეზღუდვები უნდა დაწესდეს პროდუქტებზე:

  1. ელექტრონიკა

  2. სპეციალიზებული მანქანები

  3. მანქანების ნაწილები

  4. სატვირთო მანქანების სათადარიგო ნაწილები

  5. რეაქტიული ძრავები

ევროკავშირი დამატებით აკრძალვას აწესებს სამშენებლო სექტორზე, ისეთი ტიპის საქონელზე, რომელიც რუსეთმა, შესაძლოა, გამოიყენოს სამხედრო მრეწველობისთვის. ასეთ პროდუქტებს შორისაა ანტენები და ამწეები.

ევროკომისის წინადადებით, დამატებით უნდა დაწესდეს შეზღუდვები ორმაგი დანიშნულებისა და მოწინავე ტექნოლოგიურ საქონელზე. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, კონტროლი უნდა დაწესდეს:


"47 ახალ ელექტრონულ კომპონენტზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსულ შეიარაღების სისტემებში, მათ შორის დრონებში, რაკეტებში, ვერტმფრენებში, ასევე (შეზღუდვები უნდა დაწესდეს) იშვიათ მიწაელემენტებზე და თერმულ კამერებზე. პარალელურად, ჩვენ ბრძოლის ველზე ნაპოვნი ყველა ტექნოლოგიური პროდუქტი ავკრძალეთ და ვიზრუნებთ, რომ ეს დეტალები აღარ მოხვდნენ იქ.


სანქციების მეათე პაკეტი 11 მილიარდზე მეტი ღირებულების დამატებით აკრძალვებს გულისხმობს, რომ რუსეთს კიდევ უფრო გაურთულდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სამრეწველო საქონლის მიღება.


იმის მონიტორინგი, რა პროდუქცია გადის საქართველოდან რუსეთში შესაძლებელია სტატისტიკის სამსახურის მონაცემთა ბაზის მეშვეობით. გთავაზობთ 2023 წლის იანვარში რუსეთში ექსპორტზე გატანილი პროდუქციის სრულ ჩამონათვალს.


მაგალითისთვის, ჩანს, რომ გასულ თვეს 27500 აშშ დოლარის ღირებულების 4 სატვირთო ავტომობილი გავიდა რუსეთში, შარშან კი ექსპორტზე გავიდა 1 261 360 აშშ დოლარის ღირებულების 129 მანქანა.



სულ რუსეთში ექსპორტზე მხოლოდ გასულ თვეს გავიდა 87 785 920 აშშ დოლარის ღირებულელბის პროდუქცია, ხოლო

2022 წელს რუსეთში ექსპორტმა სრულად შეადგინა 651 628 000 აშშ დოლარი.



Comments


bottom of page