"კავშირებმა" მოიპოვა იმ წერილების ასლები, რომლებითაც თანამდებობის პირები საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართავდნენ და საკუთარ დეკარაციებში დაშვებულ შეცდომებს აღიარებდნენ, თუმცა წლების განმავლობაში ეს შესწორებები საჯაროდ გამოქვეყნებულ (www.declaration.gov.ge) დეკლარაციებში აღარ აისახებოდა.
ჩვენ ბიუროდან გამოვითხოვეთ და მივიღეთ 288 წერილის ასლი, გარდა იმ თანამდებობის პირების წერილებისა, რომელთა თანამდებობებსაც საიდუმლოობის გრიფი აქვს მინიჭებული.
ბიუროდან მივიღეთ ასევე განმარტება, რომ ჩვენს მიერ ამ წერილების ასლების გამოთხოვის შემდეგ, 2021 წლის 1 ივნისიდან დეკლარაციების ახალი ელექტრონული სისტემა ამოქმედდა, რაც თანამდებობის პირებს უკვე აძლევს შესაძლებლობას დეკლარაციის ჩაბარების შემდგომ საიტზევე (www.declaration.gov.ge) დაარედაქტირონ დოკუმენტი. რედაქტირების უფლებით სარგებლობისას სისტემაში აისახება ცვლილების ისტორია.
ჩვენ გთავაზობთ თანამდებობის პირების მიერ ბიუროსთვის ბოლო რვა წლის განმავლობაში გაგზავნილი წერილების ასლების მონაცემთა ბაზას
Commentaires