top of page

დავით ხიდაშელის ტყის ზუსტი რუკა

Updated: Feb 22, 2023

"ჟურნალისტურმა დეტექტორმა" მოიპოვა დავით ხიდაშელთან დაკავშირებული კომპანიის, შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ მიერ ელექტრონულ აუქციონზე შეძენილი სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გაცემული სპეციალური ლიცენზიის დეტალური რუკა.


მანამდე გაუგებარი იყო ზუსტად რა ტერიტორიაზეა საუბარი, ან რამდენად ახლოსაა ის ოკუპაციის ხაზთან. ელექტრონულ აუქციონზე მიბმული იყო მხოლოდ დაბალი გარჩევადობის ეს რუკა, რომლითაც ზუსტი გაზომვების ჩატარება შეუძლებელია:


ელექტრონულ აქუციონზე ატვირთული რუკა

ჩვენს მიერ მოპოვებულ ფაილზე მწვანე ფერით მონიშნულია ხიდაშელის კომპანიის მიერ შეძენილი ლიცენზიის მოქმედების ზუსტი არეალი, რომელიც მოიცავს: ონის, ლენტეხისა და ამბროლაურის სოფლების მიმდებარე ტერიტორიებს, სულ 104 ათას ჰექტარს.







ჩვენს მიერ მოპოვებულ რუკაზე ასევე ნათლად ჩანს, თუ რამდენად ახლოსაა სალიცენზიო ტერიტორია ოკუპირებულ ტერიტორიასთან. სოფელ ღურშევთან ოკუოპაციის წითელ ზოლთან დისტანცია 436 მეტრია.











შეგახსენებთ, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყე 49 წლით სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად საქართველოს ხელისუფლებამ დავით ხიდაშელის კომპანიას დაახლოებით ერთი თვის წინ გადასცა. ამ თემაზე პირველი სტატია მოამზადა "მთის ამბებმა".

bottom of page