top of page

ედუარდი საარჩევნო უბნიდან: 2 პირადობით და 4 გვარით

Updated: Feb 22, 2023

მუნიციპალური არჩევნების II ტურის მსვლელობისას ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ გამოაქვეყნა ერთი ამომრჩევლის ორი პირადობის მოწმობა და განაცხადა, რომ ზღვისუბნის 85-ე უბანზე ეს ამომრჩეველი ორი პირადობის მოწმობით იყო მისული. ნაციონალური მოძრაობის წევრის, თამარ კორძაიას თქმით, მამაკაცმა საარჩევნო უბანზე წარადგინა პირადობის მოწმობა, რომელიც გაცემულია ედუარდი ჯიქური-ს სახელზე. მაგრამ მიიღო უარი, ვინაიდან სიაში არ იყო. ამის შემდეგ მან წარადგინა მეორე დოკუმენტი და ხმა მისცა ედუარდი მსტოიანი-ს პირადობის მოწმობით.



ფოტოზე ჩანს, რომ პირადი ნომერი იგივეა, მაგრამ ერთ პირადობაზე ეს პიროვნება არის ედუარდი ჯიქური, მეორეზე კი ედუარდი მსტოიანი.


ჩვენ გადავამოწმეთ ძველი საარჩევნო სიები და აღმოვაჩინეთ, რომ იგივე პიროვნებამ გვარი მინიმუმ სამჯერ შეიცვალა. 2011 წელს ის იყო კიდევ სხვა გვარის -- ედუარდი ამოევი




მოგვიანებით გახდა ედუარდი ამარიანი



დღეის მდომარეობით ის საარჩევნო სიაში არის არის ედუარდი მსტოიანი





თუმცა სამოქალაქო რეესტრის რეგისტრაციიდან მოხსნილ პირთა რეესტრის მიხედვით, ის არის ედუარდი ჯიქური და რეგისტრაციიდან არ არის მოხსნილი, ანუ დღეის მდგომარეობით ის არის ედუარდი ჯიქური.



სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საპასუხო განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ ედუარდი დღეს გვარად "ჯიქური"-ა:




იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პასუხობს ბლოკის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - წევრის, თამარ კორძაიას მიერ მედიაში გავრცელებულ ცრუ ბრალდებას, რომლის თანახმადაც, დამკვირვებლებმა გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე ხმის მიცემის ფაქტი აღმოაჩინეს.

სააგენტო განმარტავს, რომ მათ მიერ ხსენებული მოქალაქე ედუარდი მსტოიანი ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში მხოლოდ ერთი მონაცემითაა შეყვანილი. ედუარდ მსტოიანმა 22 ოქტომბერს ანა ჯიქურთან ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი - ჯიქური.

გვარის შეცვლა განხორციელდა 15 სექტემბრის ანუ ცესკოსთვის საარჩევნო სიის გადაცემის შემდეგ.

იგი საარჩევნო სიაში ძველი სახელით და გვარით არის დაფიქსირებული.

აქვე განვმარტავთ, რომ ახალი პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების შემდეგ, მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ძველი პირადობის მოწმობა გაუქმდა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.


თავად ედუარდი მის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ჯერ არ გამოხმაურებია და არ განუმარტავს, რატომ აქვს მას ორი პირადობის მოწმობა და რატომ მისცა ხმა უკვე გაუქმებული დოკუმენტით. "კავშირები" ცდილობს მასთან დაკავშირებას.

bottom of page