top of page

რატომ სჭირდება მინისტრის ბიოგრაფიის გამოქვეყნებას ორი თვე?

ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს ვებგვერდზე მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის ბიოგრაფია მხოლოდ ორი წინადადებით არის წარმოდგენილი:

”ტარიელ ხეჩიკაშვილი დაიბადა 1970 წლის 13 თებერვალს.

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული.”



ტარიელ ხეჩკაშვილის ბიოგრაფია სამინისტროს ვებგვერდზე

ტარიელ ხეჩკაშვილის ბიოგრაფია სამინისტროს ვებგვერდზე


სამინისტროს  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომელმა ვეკო კვარაცხელიამ კითხვაზე, რატომ არ არის  მინისტრის ბიოგრაფია ოფიციალურ საიტზე სრულყოფილად წარმოდგენილი, გვიპასუხა:

”ამ ეტაპზე საბუთები გადის შესაბამის პროცედურებს, 30 ივნისს განთავსდება ყველაფერი საიტზე, პირადი ინფორმაცია დეკლარაციასთან ერთად. 1 ივლისი არის ბოლო ვადა და ეს ინფორმაცია საიტზე დაიდება 30 ივნისს.”

– 2 თვე სჭირდება ბიოგრაფიის გამოქვეყნებას?

– ”მოგეხსენებათ, ბატონი ტარიელი იყო ბიზნესმენი. შესაბამისად, უნდა მოხდეს საბუთების გადაფორმება, სხვადასხვა პროცედურებია, რაც უნდა გაიაროს. შესაბამისად, ჩვენც ველოდებით, რომ ყველა საბუთი იყოს მოწესრიგებული და მერე ავტვირთოთ. ამიტომ არ დავდეთ.  ეს მოკლე ინფომრაცია დავდეთ, რაც ახლა არის განთავსებული და უკვე დეტალურს განვათავსებთ 30 ივნისს დღის პირველ ნახევარში.”

შეგახსენებთ, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტროს ვაკანტურ თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტარიელ ხეჩიკაშვილი 2015 წლის 1 მაისს წარადგინა. „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ ერთ–ერთი მფლობელი და საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ დამფუძნებელი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად დაინიშნა.

განახლებულმა მთავრობამ პარლამენტის ნდობა 2015 წლის 9 მაისს მოიპოვა.

საჯარო პირების შესახებ დამატებთი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს:


2 views0 comments
bottom of page