top of page
Writer's pictureGeorge Shotadze

განათლების სამინისტრომ ვაშლების ტენდერი გამოაცხადა

განათლების სამინისტრომ ვაშლების სახელმწიფო შესყიდვა დაიწყო.

სატენდერო დოკუმენტაცია სახელმწიყო შესყიდვების სისტემაში უკვე აიტვირთა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 78 000 ლარი

ამ ეტაპზე სამინისტრო 260 000 ვაშლს იყიდის

მოსწავლეების სავარაუდო ჯამური რაოდენობა სკოლებში – 20 000

მისაწოდებელი ვაშლის სავარაუდო რაოდენობა კვირაში – 20 000 ერთეული

ერთი ვაშლის სავარაუდო წონა არანაკლებ- 150 გრამი

შესყიდვა  ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება. მიმწოდებელმა ვაშლები კვირაში ერთხელ 2017 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით უნდა მიიტანოს თბილისის ათ საჯარო სკოლაში. ეს სკოლებია:

1. სსიპ ქალაქ თბილისის N161 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ქუთათელაძის ქ. N3), 2. სსიპ ქალაქ თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, საირმის N84), 3. სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისი № 51 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, მელიქიშვილის N2), 4. სსიპ თბილისის კლასიკური გიმნაზია (ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. 10), 5. სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №173 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი. გლდანი მე-3 მ/რ), 6. სსიპ ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, დიღმის მასივი III კვარტალი), 7. სსიპ ქალაქ თბილისის №180 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ვარკეთილი 3 IV მ/რ), 8. სსიპ ქალაქ თბილის №115 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, გლდანი მე-8 მ/რ), 9. სსიპ ქალაქ თბილისის №166 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზ. N42), 10. სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №182 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ვარკეთილი ზ/პ, მე-2 მ/რ).

0 views0 comments

Comments


bottom of page