top of page
Writer's pictureKavshirebi Editor

38 სანქცირებული პროდუქტის შედარება საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალთან

Updated: Sep 15, 2023

საქართველოს ივნისის ბოლოს რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებული სამი მნიშვნელოვანი პირი ესტუმრა:


აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი - ჯიმ ო’ბრაიენი, დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა გენერალური დირექტორი - კუმარ აიერი და სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი - დევიდ ო’სალივანი.

ჯიმ ო’ბრაიენი და კუმარ აიერი
დევიდ ო’სალივანი

ერთსა და იმავე დღეს გამართულ პრესკონფერნციებზე მათ თქვეს, რომ ევროკავშირისა და მისი პარტნიორების მიერ შედგენილია იმ 38 კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელექტრონული პროდუქტის სია, რომლებსაც რუსეთი ბრძოლის ველზე იყენებს, ამიტომ ამ პროდუქტების საზღვრებზე გადაადგილება განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა და მნიშვნელოვანია, რომ ისინი არ მოხვდეს რუსეთში.


არსებობს არაერთი მოსაზრება, რომ ეს პროდუქტები რუსეთში მაინც შედის მესამე ქვეყნების გავლით.


ჩვენ დავინტერესდით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, როგორ შეიცვალა ამ 38 ელექტრონული საქონლის საქართველოდან ექსპორტის დინამიკა და რომელ ქვეყნებში გადის ეს პროდუქცია ომის დაწყების შემდეგ?


საქსტატის საარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემთა ბაზაში მოვძებნეთ სანქციების კოორდინატორების მიერ დასახელებული 38 კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქტის ექსპორტის მონაცემები, ჩამოვტვირთეთ და გავაანალიზეთ.




გამოჩნდა, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა ბაზის მიხედვით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთში საქართველოდან ეს პროდუქტები საერთოდ არ გასულა, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც ამ პროდუქტების ექსპორტი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა.

სულ 38 კრიტიკული პროდუქტიდან სამი წლის განმავლობაში, 2023 წლის ივნისის ჩათვლით, ექსპორტზე 24 დასახელების პროდუქტი გავიდა.


----------------------------------------------------------


2022 წელს, წინა წელთან შედარებით, სტატიკური გარდამქმნელების (დენის კონვერტერის) ექსპორტმა მოიმატა აზერბაიჯანის, გერმანიის, სომხეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის და ჩეხეთის მიმართულებით.



2022 წელს სომხეთში მოიმატა მონაცემთა დმაუშავების ციფრული ბლოკების ექსპორტმა.


გამომთვლელი მანქანების ექსპორტმა 2022 წელს მოიმატა საქართველიდან აზერბაიჯანში, ლიეტუვასა და სომხეთში.


8517 - ეს კოდი სატელეფონო აპარატებს ნიშნავს და აქაც ზრდა ჩსნს აზერბაიჯანის, არაბთა გაერთიანებული ემირატების, ნიდერლანდებისა და ყირგიზეთის მიმართულებით. აზერბაიჯანს გამორჩეულად მაღალი მაჩვენებელი აქვს. ყირგიზეთში მანამდე საერთოდ არ გადიოდა. ასევე საინტერესოა სატელეფონო აპარატების ექსპორტი ყაზახეთში, სადაც მანამდე ეს პროდუქცია საერთოდ არ გადიოდა.



ფიჭური ტელეფონები: კარგად ვხედავთ, რომ აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ჩეხეთის მიმართულებით ექსპორტის მატებაა. საინტერესოა, რომ ბულგარეთში ფიჭური ტელეფონები საერთოდ არ გადიოდა და ყველაზე მეტი გავიდა 2022 წელს.


ტრანზისტორები არ გადიოდა მანამდე და 2022 წელს გავიდა აზერბაიჯანსა და სომხეთში.


ნაბეჭდი სქემებიც სომხეთსა და აზერბაიჯანში მანამდე საერთოდ არ გადიოდა და 2022 წელს გავიდა. ასევე გავიდა საფრანგეთში და 2023 წელს თურქეთში, სადაც მანამდე საერთოდ არ გადიოდა.


შტეფსელების სომხეთში ექსპორტიც ძალიან საინტერესოა.


რადიონავიგაციის აპარატურა ექსპორტზე გავიდა არაბთა გაერთიანებულ ემირატებში, გერმანიაში, თურქმენეთში, საფრანგეთში, სომხეთში და ყაზახეთში. მანამდე ეს პროდუქტი საერთოდ არ გადიოდა აზერბაიჯანში და წელს ყველაზე დიდი ზრდა არის ამ მიმართულებით.


ამომრთველების ექსპორტი აზერბაიჯანში გაიზარდა საგრძნობლად, ექსპორტმა იმაყა სომხეთშიც.


კონდენსატორები სომხეთში არ გადიოდა და 2022 წელს გავიდა.


ეგრეთწოდებული მიკროჩიპების ექსპორტი განსაკუთრებულად გაიზარდა 2022 წელს სომხეთსა და არაბთა გაერთიანებულ ემირატებში.


ქვემოთ ვხედავთ, რომ 2023 წელს განსაკუთრებით მოიმატა პროცესორების ექსპორტმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში,


სხვა ინტეგრალური სქემების ექსპორტმა, რომლებიც უკრაინის მოვლენებამდე სომხეთში გადიოდა, გადაინაცვლა ბულგარეთის, ყაზახეთისა და თურქეთის მიმართულებით.




პიეზოელექტრული მასალები წარმოქმნის ელექტროენერგიას, როდესაც ისინი მოხრილია. პირზოელექტრული კრისტალები საერთოდ არ გადიოდა წაქართველოდან არსად 2021 წელს და 2022 წელს კორეის რესპუბლიკასა და ჩინეთში გავიდა.


ელექტროსიგნალის გენერატორების შემთხვევაში 2023 წელს სომხეთის მიმართულება და მოცულობა შენარჩუნდა.


ოსცილსკოპები და ოსცილოგრაფები ელექტრონული სიგნალის დასაფიქსირებლადაა საჭირო -- ექსპორტი გაიზარდა აშშ-ში.


კოსმოსური ნავიგაციის ხელსაწყოების ნაწილის ექსპორტი შეწყდა ავღანეთის, ბანგლადეშისა და უკრაინის მიმართულებით. 2022 წელს გავიდა აშშ-სა და პოლონეთში.



სამიზნეები ომის დაწყებამდე გადიოდა ბელორუსსა და სომხეთში. 2022 და 2023 წელს ივნისამდე აქართველოდან ექსპორტზე აღარსად გასულა.


ჩვენ ტესტერებს რომ ვეძახით -- ამ პროდუქტის წესპორტი 2022 წელს ჩრდილოეთ მაკედონიის მიმართულებით გაიზარდა მაჩვენებელმა მოიმატა სომხეთთან მიმართებითაც.


ამავე კატეგორიის სხვა ტესტერების ექსპორტი შემცირდა თურქეთსა და უკრაინაში და გაიზარდა ლიეტუვის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით.


დიოდების ექსპორტმა წამოიწია ნიგერიაში, შემცირდა სომხეთში.


ოპტიკური მოწყობილობების ნაწილის ექსოპრტი წელს თურქეთში შარშანდელზე და შარშანწინდელზე უფრო მეტია.




571 views0 comments

Comments


bottom of page