top of page
Writer's pictureKavshirebi Editor

მარინა მუსხელიშვილი ამბობს, რომ პარტიას სხვების მიერ მიცემული ფული შესწირა



საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილმა წევრმა მარინა მუსხელიშვილმა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას 40 000 ლარი შესწირა,











მას ვკითხეთ თანხის წარმომავლობის შესახებ და გვიპასუხა:


"მოგახსენებთ, რომ მე პარტიული სიის მესამე ნომერი ვარ. ანუ მე არა ვარ რიგითი ამომრჩეველი. მე ვარ კანდიდატი. 40 ათასი ლარი მე შევიტანე იმ დღეს, როდესაც დარეგისტრირდა პარტია, როგორც საარჩევნო სუბიექტი და როდესაც უკვე მკაფიოდ გადაწყდა, რომ ჩვენ ვმონაწილეობთ არჩევნებში. და ჩვენ ამ მომენტისთვის ვემზადებოდით წინასწარ, მათ შორის ვაგროვებდით ფულს, ეს არ არის მთლიანად მარტო ჩემი ფული, ეს არის პარტიის წევრების, მხარდამჭერების და პარტიის მიერ ესე იგი ამ არჩევნებისთვის შეგროვილი ფულის ნაწილი,"


კითხვა: ანუ თქვენ პარტიამ გადმოგცათ ეს თანხა რომ შეგეტანათ?


პასუხი: არა, პარტიამ არ გადმომცა, მე თვითონ შევიტანე, მაგრამ ეს არის ფული, რომელიც იყო სპეციალურად არჩევნებისთვის მოზიდული. პრინციპში ჩენმი ნათესავების, ჩემი ამხანაგების, ჩემი ფული და ასე შემდეგ.


კითხვა: თქვენმა ნათესავებმა თავად რატომ არ შეიტანეს, თქვენ რატომ გადმოგცეს შესატანად ეს თანხა?


პასუხი: რატომ მეკითხებით, რამე ეჭვი შეგაქვთ ამ ფულში?


კითხვა: რატომ უნდა გადასცე სხვას, როდესაც თავად შეგიძლია რომ შესწირო პარტიას?


პასუხი: რატომ არ უნდა მისცეს, თუ მაგას აძლევს არჩევნებში მონაწილეობისთვის?

ფსიქოლოგი არ ვარ, მოტივაციაზე ვერაფერს ვერ გეტყვით.

გარდა ამისა, მინდა დავამატო, რომ მე შესაბამისი...თუნდაც რომ მარტო ჩემი ფული ყოფილიყო, შესაბამისი შემოსავლები მქონია წლების განმავლობაში, რაც დადასტურებულია გადასახადებით და ასე შემდეგ.


მოუსმინეთ მარინა მუსხელიშვილის პასუხებს:



ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, სულხან სალაძის აზრით, ამ პასუხით აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს:


სულხან სალაძე

"თითოეული თეთრის შემოწირულობა საიდან მოდის, ეს უნდა იყოს ცნობილი იმისათვის, რომ ანინიმური არ იყოს ეს შემოწირულობა. თუ ვამბობ რომ ეს თანხა სრულად არ არის ჩემი, ცხადია, უნდა ვიცოდეთ ვინ რამდენი შესწირა ამ თანხიდან იმიტომ, რომ შეიძლება ნათესავს და მეგობარს შორის იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქეც, ვისაც პირდაპირ უკრძალავს კანონი შემოწირულობის განხორციელებას. რეალურად, ჩემი შეფასებით, ეს საკითხი არის ის შემთხვევა, როდესაც ამ ინფრომაციის გავრცელების შემდეგ, აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს და გაიგოს, რა არის ამ თანხის წარმომავლობა, ყველასი აბსოლუტურად და მან უნდა დაასახელოს ყველა პირი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ თითოეული თეთრი, რომელიც შემოწირულობისათვის მიემართება, არის თუ არა ლეგალური."







ჩვენ დავუკავშირდით აუდიტის სამსახურის პრესსამსახურს, სადაც

განგვიმარტეს, რომ ზოგადად პროცედურა არის შემდეგი: 5000 ლარს ზემოთ შემომწირველების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ინფორმაციას გამოითხოვს შემოსავლების სამსახურიდან, შემდეგ დამატებით ხდება ამ პირების გამოკითხვაზე დაბარება, გამოკითხვაზე ამ პირებმა უნდა დაასახელონ შემოსავლის წყაროები და (ყველა შემოწირულობა) დოკუმენტურად უბნდა დაასაბუთონ.







Comments


bottom of page