top of page

თელავის ინფორმაცია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი www.sagarejo.gov.ge სრულყოფილად არ მუშაობს. ინფორმაცია არ იძებნება საჯარო ინფორმაციის სექციაში. ასევე ცარიელია განყოფილება, რომელიც მოქალაქეებს სოციალური პროექტების შესახებ ინფორმაციას უნდა აწვდიდეს. ვერაფერს ნახავთ განათლების, დასაქმებისა და სამედიცინო მომსახურების შესახებ. 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირად გიორგი ენუქიძეა მითითებული და აქვეა მისივე საკონტაქტო ინფორმაციაც. რეალურად, ენუქიძე თელავის მერიის ადმინისტრაციის უფროსია. მას ვებ-გვერდზე მითითებული ნომერზე დავუკავშირდით. “არ მაქვს შეხება საგარეჯოსთან და… ალბათ, რაღაც შეცდომაა. ახლა ვნახე, ელ-ფოსტაც ჩვენია (თელავის მერიის) მითითებული.”

gamgebeli

ვებ-გვერდზე მითითებულ საგარეჯოს გამგეობის და საკრებულოს ტელეფონის ნომრებზე მთელი დღის განმავლობაში ვერ დავრეკეთ.

მობილურზე გვიპასუხა  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მთავარმა სპეციალისტმა, გვანცა ჯავახიშვილმა. მისი თქმით, ვებ-გვერდი დამუშავების პროცესშია და ინფორმაცია ეტაპობრივად დაიდება. როდის დაიწყო და როდის დასრულდება ეს პროცესი, ამის შესახებ ინფორმაციას თავადაც არ ფლობს:

– ვებ-გვერდზე რატომ არ დევს საჯარო ინფორმაცია?

ჯერ კიდევ მიმდინარეობს მაგ საიტზე მუშაობა, ანუ ძველი საიტი გვქონდა და ეს ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმშია და ამიტომ ბოლომდე არ გვაქვს ყველა ინფორმაცია დადებული.

– როდის დასრულდება ამ ვებ-გვერდზე მუშაობა?

არ ვიცი ჯერ, ნამდვილად არ ვიცი. ვერ გეტყვით როდის დასრულდება. ჩვენც ველოდებით. სურათებიც კი საგარეჯოსი კი არა, თელავის არის ზოგი და ცოტა არეულობაა საიტზე და ვერ გეტყვით როდის დასრულდება.

– რატომ ვერ ხერხდება მითითებულ ტელეფონის ნომრებზე დაკავშირება?

 ტექნიკური შეცდომაა მგონი. ეხლა უნდა გადავამოწმო. დამირეკეს სხვა ნომერი არის მითითებული და იმ ნომერზე რეკავენო. ეტყობა ტექნიკური ხარვეზია.

– როდიდან დაიწყო ახალ ვებ-გვერდზე მუშაობა?

ზუსტად ვერ გეტყვით, შარშან დაიწყო მგონი.  

ჩვენ პერიოდულად გადავამოწმებთ, რამდენად გამართულად მუშაობს საგარეჯოს და სხვა მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებ-გვერდები.

1 view0 comments
bottom of page