top of page

ლევან ბეჟაშვილისთვის ერთ ლარად გადაცემული მიწის ნაკვეთი


ლევან ბეჟაშვილი

პარლამენტის დეპუტატი, ლევან ბეჟაშვილი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სამგორის რაიონში  610 კვ. მ მიწის ნაკვეთს ფლობს.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ეს მიწის ნაკვეთი  ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონება იყო და ლევან ბეჟაშვილს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით 2011 წელს ერთ ლარად გადაეცა. მიწის ნაკვეთი თბილისის ზღვის მიმდებარედ მშენებარე ოლიმპიური სოფლის ახლოს მდებარეობს.

2011 წელს ლევან ბეჟაშვილი კონტროლის პალატის თავმჯდომარე იყო.

ლევან ბეჟაშვილი  საკუთარ ქონებრივ დეკლარაციაზე deputati.kavshirebi.ge-სთან საუბარს არ დათანხმდა.

ტერიტორია ვარკეთილში, სადაც დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს. 18.11.2014

ტერიტორია ვარკეთილში, სადაც დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს. 18.11.2014


ლევან ბეჟაშვილის მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები

ლევან ბეჟაშვილის მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები


საჯარო პირების შესახებ დამატებთი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: www.kavshirebi.ge


kavshirebi.ge
bottom of page