top of page

მოსამართლე სირბილაძის სესხი

 

cisana_sirbiladze_bank

მოსამართლე ცისანა სირბილაძემ 2008 წლის 15 მაისს ,,საქართველოს ბანკიდან”: კრედიტი, 38500 აშშ დოლარი აიღო.


cisana_sirbiladze_krediti

მისი ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, სესხი 15 წლიანია (15/05/2008 – 15/05/2023).

ამ პერიოდიდან დღემდე მან სხვა საქმეებს შორის ,,საქართველოს ბანკის” საქმეებიც განიხილა. მათ შორის, რამდენიმე სხდომა დაუთმო თითოეულ ამ საქმეს:

  1. ა. ტ., ი. ზ., სს ,,საქართველოს ბანკი”.

  2. მ. ა., სს ,,საქართველოს ბანკი”, ც. ა., ხ. ნ.

  3. სს ,,საქართველოს ბანკი” – შპს ,,ჰ—– ——ი”, ა. ა., მ. ა., მ. ა.

  4. სს ,,საქართველოს ბანკი” – ლ. ჩ.

  5. სს ,,საქართველოს ბანკი” – ნ. ს. და სხვ.

  6. სს ,,საქართველოს ბანკი” – ლ. მ.

  7. სს ,,საქართველოს ბანკი” – შ. მ.

”მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე, ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ… მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები, ან ვალდებულებები აკავშირებს… ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში.”

კანონის თანახმად, მოსამართლე ვალდებულია ასეთ შემთხვევაში თვითაცილება განაცხადოს და შესაბამის განჩინებაში თვითაცილების საფუძველიც მიუთითოს.

არის თუ არა ამ შემთხვევაში კრედიტი, 38500$ ვალდებულება?

აქვს თუ არა ცისანა სირბილაძეს უფლება განიხილოს კრედიტორი ბანკის საქმეები, სანამ მას ამ ბანკთან სესხის ხელშეკრულება აკავშირებს?

ვალდებული იყო თუ არა ის თვითაცილება განეცხადებინა?

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვლი თვლის, რომ:

”უმჯობესი იყო მოსამართლეს თავად, თავისი ინიციატივით მიეღო ეს (თვითაცილების) გადაწყვეტილება. მაგრამ, აპრიორი იმის თქმა, რომ თუ მხარემ არ დააყენა ეს საკითხი, მან კანონი დაარღვია, მთლად სწორიც არ არის. მართლმსაჯულება რომ ობიექტურად ხორციელდება, ეს გარედანაც არ უნდა ბადებდეს ეჭვებს. ეს არის ბრიტანული სამართლის დაუწერელი პრინციპი, რომელიც შემდეგ უკვე ძალიან ბევრი ქვეყნის კანონმდებლობაში არის გამტკიცებული. რომელიც ამბობს, რომ მართლმსაჯულება არამხოლოდ რეალურად უნდა იყოს ობიექტური და მიუკერძოებელი, არამედ გარედანაც უნდა ტოვებდეს ასეთის შთაბეჭდილებას. შეიძლება ეს ადამიანი თვლის, რომ ძალიან მაღალი კეთილსინდისიერების ხარისხის აქვს მას და რეალურად, შეიძლება, ისე გადაწყდა დავა, რომ მას არც კი უფიქრია, რომ ამავე დროს ამ ბანკში ჰქონდა სესხი და ამას შეიძლება მართლა არ ჰქონია არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა მისთვის, როდესაც ამ დავას განიხილავდა. მაგრამ გარედან ხომ ჩნდება კითხვის ნიშნები? ამიტომ არის ზუსტად ჩადებული ის მუხლები, და ამიტომ გვაქვს ჩვენ აცილება და თვითაცილების საკითხები.”

ჩვენ წერილობით მივმართეთ მოსამართლე ცისანა სირბილაძეს და მის პასუხს მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები, შეიძლება თუ არა მოსამართლე განიხილავდეს იმ ბანკის საქმეს, რომლიდანაც კრედიტი აქვს აღებული. ჩვენ ვამუშავებთ მონაცემებს და უახლოეს მომავალში სხვა მაგალითებსაც წარმოგიდგენთ, რომლის დროსაც მოსამართლეებს პროცესის მონაწილე ერთ-ერთ მხარესთან სასესხო ხელშეკრულება აკავშირებდათ.

2 views0 comments
bottom of page