top of page
Writer's pictureKavshirebi Editor

უზუსტობები შოთა გეწაძის დოკუმენტებში

Updated: Aug 20, 2020


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ პარლამენტისათვის წარდგენილი დოკუმენტებში შეუსაბამობები აღმოვაჩინეთ.


შოთა გეწაძის განაცხადში მითითებულია, რომ მისი მშობელია ნინო კაპანაძე.

მაგრამ საჯარო რეესტრის ჩანაწერების ანალიზის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ მოსამართლის დედა მეუღლის გვარზეა და “ნინო გეწაძე“-დ არის დაფიქსირებული.

ასევე უზუსტობაა მის დაბადების თარიღშიც. თუ, პარლამენტისადმი წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ნინო კაპანაძე დაბადებულა 1953 წლის 28 ივნისს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდის მიხედვით, მისი დაბადების თარიღია: 27.06.1953.

შეცდომაა შოთა გეწაძის მეუღლის დედის მონაცემებშიც. იმავე პრინციპით, პარლამენტისადმი წარდგენილ დოკუმენტებში მითითებულია, რომ მისი სახელი და გვარია ეთერი ზედგენიძე:

ოფიციალურ ბაზებში შოთა გეწაძის სიდედრი მეუღლის გვარითაა რეგისტრირებული და ის ეთერ ხმალაძეა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესახებ მონაცემები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეაგროვა და ამ დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება კანდიდატებსაც ჰქონდათ.


ჩვენ საბჭოს მივმართეთ კითხვით: რატომ არ ემთხვევა კანდიდატის შესახებ შეგროვილი ინფორმაცია საჯარო ჩანაწერებს.


პასუხს მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.


მოსამართლე შოთა გეწაძის პრესსამსახურმა კი წერილობით გვიპასუხა, რომ ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.


20 views0 comments

Comentarios


bottom of page