top of page

მამუკა ვასაძის მეუღლე საარჩევნო სიაში არ იძებნება

Updated: Aug 20, 2020


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, მამუკა ვასაძის მეუღლე ნინო გირგვლიანი ამომრჩეველთა სიაში არ იძებნება.


სია ბოლოს 2019 წლის 15 ივლისს განახლდა:

ნინო გირგვლიანს დავუკავშირდით და ვკითხეთ, რატომ არ იძებნება ამომრჩეველთა სიაში და ახერხებს თუ არა არჩევნებზე ხმის მიცემას. მან გვიპასუხა:


- “ეს ჩემი მოქალაქეობრივი უფლებაა და ჩემი მოვალეობაა და სადაც მინდა იქ ვიქნები რეგისტრირებული და როცა მინდა მაშინ დავრეგისტრირდები”


- ტექნიკური ხარვეზია?


– “ნუ ნერვიულობთ, ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა შემიძლია ნებისმიერ დროს, როდესაც გადავწყვიტავ არჩევნებზე მისვლას… მე როდის მივალ და რატომ არ ვარ და იქნებ პირადი ნომერიც აღარ გამაჩნია, მაგის თქმა გინდათ…ხარვეზი თუ იქნება მე თვითონ აღმოვფხვრი… მე ვარ ქართველი, მაქვს ჩემი პირადი ნომერი, ვარ დევნილი და სადაც ვიქნები დარეგისტრირებული, იქ მივბრძანდები და მოვიხდი ჩემს მოქალაქეობრივ ვალს.



35 views0 comments
bottom of page