რამდენიმე დღის განმავლობაში შემოსავლების სამსახურის Live კამერები გამორთული იყო.
საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთების, ასევე მოქალაქეების შემოსვლა / გასვლა ხდება ოფიციალური სასაზღვრო პუნქტებიდან, ანუ კარიდან. სულ 20 საბაჟო-გამშვები პუნქტია, აქედან 4-ის მიმდებარე ტერიტორიის ტრანსლირება მიმდინარეობს Live კამერებით:
სარფი
წითელი ხიდი
ყაზბეგი
სადახლო
თითოულ პუნქტში ორი კამერაა ჩართული.
სწორედ ეს რვა კამერა იყო გათიშული რამდენიმე დღის განმავლობაში.
თუ თქვენ გსურთ ამ პუქნტებს თვალყური ადევნოთ LIVE რეჟიმში, მაშინ შემოსავლების სამსახურის საიტზე უნდა შეხვიდეთ და LIVE კამერების გვერდი გახსნათ. კადრში შესაძლოა დაინახოთ სატრანსპორტო საშუალება, ან ნაცნობი სატრანსპორტო კომპანიის ლოგო კონტეინერზე. მაგალითად ესტონეთში საბაჟოზე შენიშნეს სარკინიგზო ვაგონები წარწერით: "Русский Мир". ასეთი ტიპის წარწერები რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს.
ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით საინტერესო იყო ყაზბეგის კამერის ყურება: აქ კარგად ჩანდა მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასობრივად შემოსვლის პროცესი.
როდესაც შევნიშნეთ, რომ Live კამერები გათიშული იყო, დავუკავშირდით შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურს, მივიღეთ პასუხი, რომ მიზეზი ტექნიკური პრობლემა იყო, რომელიც მალე გამოსწორდებოდა. 'კავშირებმა' აღნიშნული ფაქტის შესახებ გუშინ ფეისბუქის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. კამერების მუშაობა პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში აღდგა.
Comments