top of page

ნათელა თურნავას მეორე სამსახური

Updated: Aug 26, 2020

ნათელა თურნავა

ნათელა თურნავა


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი ნათელა თურნავა, საჯარო რეესტრის მიხედვით, ორ ორგანიზაციასთანაა დაკავშირებული.

პირველია არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი “ფონდი გლობალური თანამშრომლობა ეკონომიკური განვითარებისთვის” სადაც მინისტრი დირექტორია.

მეორეა “შპს სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრი” სადაც ნათელა თურნავა წილის მფლობელია და წილი სამართავად გადაცემული აქვს სხვა პირისთვის, რაც კანონით დასაშვებია.

საყურადღებოა პირველი ორგანიზაცია, ააიპ “ფონდი გლობალური თანამშრომლობა ეკონომიკური განვითარებისთვის.”

ეს ორგანიზაცია მინისტრს დეკლარაციაში არ აქვს მითითებული და იქ ინარჩუნებს დირექტორის თანამდებობას.

საჯარო მმართველობის სპეციალისტის, საბა ბუაძის განმარტებით, მინისტრი პარალელურად არ შეიძლება იყოს სხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელი:

“მიუხედავად იმისა, რომ ნათელა თურნავას შემთხვევაში არ დარღვეულა დეკლარაციის შევსების წესი, სახეზეა თანამდებობრივი შეუთავსებლობა, რომელიც წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის 13 მუხლის 2 პუნქტის დარღვევას. კერძოდ: ” საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში, ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში”– რომელიც, ამ შემთხვევაში, არის ააიპ “ფონდი გლობალური თანამშრომლობა ეკონომიკური განვითარებისთვის” — განმარტავს საბა ბუაძე

ეკონომიკის სამინისტროში ჩვენს კითხვებს მხოლოდ ნაწილობრივ უპასუხეს:

როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ჩანს, ორგანიზაცია არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არ არის არც საჯარო და არც ბიზნესთან და წარმოებასთან დაკავშირებული ორგანიზაცია. ეს გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის საქმიანობიდან ნათია თურნავას არანაირი შემოსავალი არ მიუღია. აქვე განგიმარტავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობა დეკლარირებას არ ექვემდებარება.

ეკონომიკის სამინისტროდან მიღებულ განმარტებაში არ არის პასუხი კითხვაზე: რატომ ინარჩუნებს მინისტრი ნათელა თურნავა დირექტორის პოზიციას მეორე სამსახურში, რაც კანონის მიხედვით მას ეკრძალება.

5 views0 comments
bottom of page