top of page

კომპანიები, რომლებიც დედაქალაქს საახალწლოდ სამ მილიონად გააფორმებენ

“თბილსერვის ჯგუფი” დედაქალაქის საახალწლო განათებებისთვის 3 000 000 ლარს დახარჯავს. საქართველოს მთავრობის განკარგულებით მას საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების შესყიდვის შეუფერხებლად შესყიდვისათვის გამარტივებული შესყიდვის განხორციელების უფლება მიეცა.

195017-OYA9K1-449

620 271.58 ევროს ღირებულების ხელშეკრულება იტალიაში რეგისტრირებულ შპს IDO SRL-თან უკვე გაფორმდა. კომპანიამ ჭავჭავაძის, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირები, ასევე, პეკინისა და ბარათაშვილის ქუჩები უნდა გააფრომოს.

572 600 ლარის სანაცვლოდ შპს “თეზვმა” სხვადასხვა ფერის სანათი თოკების 10 მეტრიანი შეკვრების მიწოდება უნდა უზრუნველყოს. ხელშეკრულებას ხელი მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს მოეწერა.

შპს “თეზვი” 2013 წლის 15 აპრილსაა რეგისტირირებული და მისი 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი თემურ აფციაურია. მის სახელს უკავშირდება შპს “სარფლეგარსერვისი”, და შპს “გრინ ჰაუსი”. გასულ წელს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები შპს “გრინ ჰაუსის” ტენდერებში მონაწილეობას აპროტესტებდნენ და ამბობდნენ, რომ, მიუხედავად არაკომპეტენტურობისა და მაღალი ფასისა, აჭარის საჯარო დაწესებულებების ხელშეწყობით, შპს “გრინ ჰაუსთან” ხელშეკრულებები მაინც ფორმდებოდა.

0 views0 comments
bottom of page