top of page

“ღვინის ეროვნული სააგენტოს” ღონისძიება “საქპატენტს” ნახევარ მილიონზე მეტი და

2017 წლის სექტემბერში საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, გამოფენა “საქართველო – ღვინის აკვანი” გაიმართა, სადაც მონაწილეობა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო. 2017 წლის 12 ივლისის მთავრობის განკარგულებით, საქპატენტს ღონისძიებისთვის საჭირო ხარჯების საკუთარი სახსრებით დაფინანსება დაევალა. ამისთვის გამარტივებული შესყიდვით სხვადასხვა კომპანიასთან და კერძო პირთან კონტრაქტები გააფორმა.

ფოტო: www.sakpatenti.gov.ge

ფოტო: www.sakpatenti.gov.ge


14 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის და სამთავრობო დელეგაციის მიერ გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონიალთან დაკავშირებით და 23 სექტემბრის ქართულ-ფრანგული კულინარიის ფესტივალის დღეს კერძების მომზადებისთვის შპსკულინარიუმს” 37 508 ლარი გადაუხადა. ამას გარდა,  შეფ-მზარეულმა და მისმა დამხმარემ დამატებით 13459.25 მიიღეს.

“საქპატენტმა” 80 964 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა “შპს ვირექს იმერსივსთან.”კომპანიას საპრეზენტაციო რგოლის შექმნა და ქვევრის დამზადებისა და მასში ღვინის დაყენების პროცესის ვირტუალური ვიზუალიზაცია ევალებოდა.

ქვევრის დამზადების პროცესის ამსახველი და ფიროსმანის სამი ნახატის ანიმაციის შემცველი ვიდეო რგოლის დამზადებისთვის  “შპს Cinemani Films-მა” საქპატენტისგან 79 609.55 ლარი მიიღო.

ამავე კომპანიასთან “საქპატენტმა” და “ღვინის ეროვნულმა სააგენტომ” კიდევ ერთი საერთო ხელშეკრულებაც გააფორმეს. 280 000 ლარის სანაცვლოდ კომპანიას დოკუმენტური ფილმის გადაღება დაევალა.

სარეკლამო კამპანიისა და ჟურნალისტებისთვის სხვადასხვა უცხო ენაზე პრეს–რელიზების მომზადებისთვის “საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა” კომპანია “SOPEXA”-ს 38 541.40 ევრო გადაუხადა. ოქტომბერს ქალაქ ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში სსიპ “საქპატენტის” 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჯგუფ “შინის” კონცერტი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზებისთვის 27 913.06 ლარის ხელშეკრულება თათია მიმინოშვილს გაუფორმდა.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ავიაბილეთები 4315.17, ხოლო ჯგუფ “შინის” მომსახურება 18014.ჯდება. 

“სსიპ საქპატენტის” 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით კიდევ ერთი ღონისძიება ქალაქ ჟენევაში ოქტომბერშიც იგეგმება. პაატა სანაიას და მამუკა ბლიაძეს მოქანდაკის თამარ კვესიტაძის ნამუშევრების და მისი მოძრავი ექსპონატების გამოფენის მოწყობა დაევალათ. ხელშეკრულების საერთოღირებულება  7233.92 ლარია.

1 view0 comments
bottom of page